Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ქ. სამსუნის გუბერნატორს და მერს შეხვდა

2026 წლის 2 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, სამუშაო ვიზიტით . სამსუნს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები . სამსუნის გუბერნატორთან, ორჰან თავლისთან და ქალაქის მერთან, ჰალით დოღანთან.

 

შეხვედრების დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

 

ყურადღება გამახვილდა, . სამსუნსა და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ . სამსუნი წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიულ და სამრეწველო ქალაქს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წამყვანი პოზიცია უკავია.

 

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამსუნის ქართული კულტურის ასოციაციის და ჩარშამბას ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებთან და მის წევრებთან.

 

შეხვედრის დროს, არჩილ კალანდიამ დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებების შესახებ მოისმინა და მადლობა გადაუხადა მათ, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა . ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი.