- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- არჩილ კალანდია
არჩილ კალანდია
დაბადების თარიღი და ადგილი
1983 წლის 28 თებერვალი, ქ.თბილისი
პროფესიული გამოცდილება
04/2025 - დღემდე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
11/2024 - 04/2025 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი;
2018 - 2023 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
2017 - 2018 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2014 - 2017 - აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მრჩეველი;
2014-2017- წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, ლექტორი
2015-2017- კავკასიის უნივერსიტეტში, ლექტორი
2007 - 2014 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი (საქმეთა დროებითი რწმუნებული 2013-2014)
2006-2007 - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში აღმოსავლეთ საქმეთა სამმართველოს მესამე მდივანი;
2005-2006 - აღმოსავლეთ საქმეთა დეპარტამენტში ირანისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს ატაშე;
განათლება
აკადემიური ხარისხი : 2013-სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
1999-2004 - აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის სპეციალისტი, სინოლოგი - აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის ფაკულტეტი - აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, თბილისი
აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები
- ავტორი მონოგრაფიისა „საქართველო და ჩინეთი თანამედროვე გლობალურ სამყაროში“-2024
- თანაავტორი წიგნისა "ჩინეთის ისტორია" - 2022
- ავტორი ჩინურ-ქართული და ქართულ-ჩინური ლექსიკონების - 2017
- ავტორი მონოგრაფიისა „ჩინეთის ტრანსფორმაცია XXI საუკუნეში“ - 2015
- ავტორი 15 სტატიისა ჩინეთის რეფორმებისა და გახსნის პოლიტიკის შესახებ
განსაკუთრებული მიღწევები
2022 წლის ნოემბერი - საპატიო სიგელი ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის - JD.com
2014 წლის ოქტომბერი - საპატიო სიგელი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - თბილისის კონფუცის ინსტიტუტი,
2014 წლის იანვარი - საპატიო სიგელი - საერთაშორისო მეგობრობის ელჩი - ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის ასიციაცია - პეკინი, ჩინეთი,
2013 წლის ოქტომბერი - საპატიო სიგელი ჩინეთში ღვინის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ჟურნალი „ღვინო ჩინეთში“, პეკინი, ჩინეთი,
დიპლომატიური რანგი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ენები
ქართული
ინგლისური
ჩინური
რუსული