Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

მისასალმებელი სიტყვა

მივესალმები თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდის ვიზიტორს!
საქართველოსთვის თურქეთი სტრატეგიული მოკავშირე და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი სახელწიფოა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფოა ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნის ე.წ. “შუა დერეფნის“ სრულფასოვნად ფუნქციონირების კუთხით. დღევანდელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების გამართულად ფუნქციონირებას და დაკავშირებადობის პრინციპის ხელშეწყობას, ამ კონტექსტში თბილისსა და ანკარას განსაკუთრებული როლი აკისრია, როგორც რეგიონულ ასევე გლობალურ ჭრილში.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება მრავალი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთმომგებიანი პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

აღნიშნული ვებ-გვერდიდან დაინტერესებული პირები, მუდმივად განახლებად რეჟიმში მიიღებენ მრავალ საინტერესო ინფორმაციას.

პატივისცემით,

არჩილ კალანდია
თურქეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი