თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრები გამართა ქ. ტრაპიზონის გუბერნატორთან და მერთან
2026 წლის 5 მარტს, ქ. ტრაპიზონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, ქ. ტრაპიზონის გუბერნატორს, თაჰირ შაჰინს და ქალაქის მერს, აჰმეთ მეთინ გენჩს შეხვდა.
შეხვედრების დროს, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, ჯანდაცვისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში, არჩილ კალანდია, „ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ხაზი გაესვა საქართველოს საელჩოს და დიასპორულ ასოციაციას შორის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.
შეხვედრებს, ასევე ესწრებოდნენ ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
