თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუათ ოქთაისთან
2026 წლის 11 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფუათ ოქთაისთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის, დიალოგისა და პარტნიორობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
