Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ქ. ორდუს გუბერნატორს და მერს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრები გამართა . ორდუს გუბერნატორთან, მუამმერ ეროლთან და ქალაქის მერთან, მეჰმეთ ჰილმი გულერთან.

 

შეხვედრების დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ,საქართველოს ელჩი ორდუს ქართული კულტურისა და განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს, ვოლქან ქარაჯაოღლუს და მის წევრებს შეხვდა. არჩილ კალანდია გაეცნო დიასპორის წარმომადგენლების საჭიროებებს და მადლობა გადაუხადა მათ თურქეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ . ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.