შალვა პაპუაშვილი ნუმან ქურთულმუშს შეხვდა
2026 წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, მადლობა გადაუხადა ნუმან ქურთულმუშს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის წარმატებით ორგანიზებისთვის.
შეხვედრის დროს, მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი მეგობრობის მნიშვნელობა.
