Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სტამბოლში, ბეიქოზის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

2024 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ ანკარაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და „ქ. სტამბოლის ბეიქოზის ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართული კულტურისა და ურთიერთდახმარებისა და ართვინელთა კულტურისა და ურთიერთდახმარების ასოციაციების” ორგანიზებით, ქ. სტამბოლში, ბეიქოზის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-თურქული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
 
ფესტივალს, ანკარაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დიანა მალაზონია, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიების გახნის ცერემონიაზე, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დიანა მალაზონიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ბეიქოზის ქართული კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელს, ალი ქემალ ქილიჩს სამადლობელი სიგელი გადასცა.
 
ანკარაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის „ბეიქოზის ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართული კულტურისა და ურთიერთდახმარების ასოციაციას”, ფესტივალის თითოეულ მონაწილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზემოაღნიშნული ფესტივალის ორგანიზებისათვის და წარმატებებს უსურვებს მათ შემდგომ საქმიანობაში.