Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

2026 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

საქართველოს ელჩმა, თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა და თურქ ხალხს და თურქეთის სახელმწიფოს,  მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.