საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
2026 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს ელჩმა, თურქეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა და თურქ ხალხს და თურქეთის სახელმწიფოს, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
