საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქს შეხვდა
ქ. ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად დაუჭერენ მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოებისა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.
