Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქს შეხვდა

. ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად დაუჭერენ მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოებისა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.