Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ქ. უნიეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს შეხვდა

2026 წლის 3 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრები გამართა . უნიეს მერთან, ჰუსეინ თავლისთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ირფან აქართან და . ფაცას მერთან, იბრაჰიმ ეთემ ქიბართან.

 

შეხვედრების დროს, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობა.

 

ამასთან, . უნიესა და . ფაცაში საქართველოს ელჩი უნიეს აჭარის ქართველთა მეგობრობის და კულტურის ასოციაციის და ფაცას ქართული კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელებს და მის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა საქართველოს საელჩოსა და დიასპორულ ასოციაციებს შორის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ . ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ იაშვილი და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.