თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია მურათ ერსავჯის შეხვდა
2025 წლის 23 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის „თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის TEPAV“ საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორთან, ელჩთან, მურათ ერსავჯისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ასევე სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს როლი ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნის კონტექსტში.
ამასთან, საუბარი შეეხო საელჩოსა და კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის საკითხებს.