Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია მურათ ერსავჯის შეხვდა

2025 წლის 23 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის „თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის TEPAV“ საერთაშორისო კვლევების ცენტრის  დირექტორთან, ელჩთან, მურათ ერსავჯისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ასევე სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს როლი  ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნის კონტექსტში.

ამასთან,  საუბარი  შეეხო საელჩოსა და კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის საკითხებს.