Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკა

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.

აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის  და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.

სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო