საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია მუსტაფა ათეშს შეხვდა
2026 წლის 26 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრუფულებიანი ელჩი არჩილ კალანდია, კაბადოკიის რეგიონის ქ. ორთაჰისარის მერს, მუსტაფა ათეშს შეხვდა. შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ორ დამეგობრებულ ქალაქს, ორთაჰისარსა და სიღნაღს შორის შორის კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ქ. ორთაჰისარის მერთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმს იღებს.
საქართველოს ელჩმა, ქ. ორთაჰისარის მერთან და გიორგი ანდრიაძესთან ერთად, მოინახულა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია.
