თურქეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სერდარ ჩამს შეხვდა
2026 წლის 26 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან, სერდარ ჩამთან.
შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს 2026 წლის თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი, მათ შორის ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობადობის ამაღლების მიზნით, თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალებსა და ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის საკითხები და კულტურული ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა.
