Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში“

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან,  ჯეიჰუნ  ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად  მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რეგიონული თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში“. 

მინისტრმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რეგიონში მშვიდობისა, სტაბილურობის და თანამშრომლობის საჭიროებაზე. “საქართველოსთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მისი სრულად რეალიზებისთვის, ჩვენ გვჭირდება მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას ჩვენს რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.” 

დისკუსიის ფარგლებში, საუბარი შეეხო ასევე ფართო რეგიონს, პარტნიორებთან ურთიერთობებს, რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, საქართველოს მონაწილეობით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ხაზი გაუსვა რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ამ კონტექსტში. 

დისკუსიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გამო, საქართველო არ განიხილავს 3+3 ფორმატში მონაწილეობას-  „ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, რუსეთის ფედერაციის გარდა, რასაც თავისი მიზეზი აქვს: საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ორ რეგიონში დღემდე უკანონოდ განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას”. ამ კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.