Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

2026 წლის 12 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

 

შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

 

მიხეილ ყაველაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუდასტურა მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოში მიიწვია. რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.

 

შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებზე, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე.