კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა მონაწილეობა მიიღო სტამბოლის 27-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში
2023 წლის 30 ოქტომბერს, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, ასევე სტამბოლის კულტურისა და ხელოვნების ფონდის (IKSV) ორგანიზებით, სტამბოლის 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე, სპექტაკლით ,,უეცრად, გასულ ზაფხულს“ წარსდგა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი.
ღონისძიებას, საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური საკონსულოს მიწვევით, ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, თურქული კულტურულ-სახელოვნებო სფეროს, მედიისა და ქართული დიასპორული ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სახელით, სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასს, მადლობის სიგელები გადასცა.