ქ. ანკარაში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა
2026 წლის 6 აპრილს, ქ. ანკარაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მაყურებლის წინაშე წარდგა მაესტრო ვახტანგ კახიძის „რეკვიემით“, რომელსაც თავად ავტორმა უდირიჟორა.
ღონისძიებას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევენთ გუმრუქჩუ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
