არჩილ კალანდია გამარჯვების დღის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
2026 წლის 30 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, გამარჯვების დღის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიულოცა ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დღე და თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
