საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის რექტორთან
2023 წლის 16 მაისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთ წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების- ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. დოქ. მეჰმეთ ჯაჰით გურანთან.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა აღნიშნულ უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტებსა შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელების, ასევე, სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ 1954 წელს დაარსებული ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის ბაზაზე, განათლებას იღებს 50 000 - მდე ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტი. ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი, მსოფლიოს მასშტაბით, აღიარებულია, როგორც რეგიონში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სტუდენტებს მაღალაკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.