საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
2026 წლის 1 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ნუმან ქურთულმუშის მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, მონაწილეობა მიიღო თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს ახალი საშემოდგომო სესიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
ღონისძიება, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.