Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ქ. სტამბოლში “Global Transport Connectivity Forum”-ში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 27 ივნისს, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურაოღლუს მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ქ. სტამბოლში მიმდინარე “Global Transport Connectivity Forum”-ში, სადაც გახსნის ცერემონიის დროს მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ელჩთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ფორუმის ძირითადი საკითხებია, საერთაშორისო ეკონომიკური მარშრუტები და გლობალური დაკავშირებადობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია ტრანს-კასპიური ეკონომიკური დერეფნის “ე.წ. შუა დერეფანი” მიმართ, სადაც საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო როლი გააჩნია.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების როგორც მაღალი რანგის პირები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.