არჩილ კალანდიამ აჰმედ ატაფს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2026 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და აფრიკის საკითხთა მინისტრს, აჰმედ ატაფს.
გარდა ამისა, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთიეთობების აქტუალური საკითხები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი.
