Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა. ხელმოწერა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.
 
მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას ერთობლივი მწვანე ელექტროენერგიის პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
 
მემორანდუმის თანახმად, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს თანამშრომლობის ერთობლივ გეგმებს და ზედამხედველობას გაუწევს მათ განხორციელებასა და ანალიზს.