Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ

2025  წლის 5 მარტს,  საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. 

დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. მიიღეს ინფორმაცია  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ. 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, კვიპროსის რესპუბლიკის, კამბოჯის სამეფოს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, გვატემალის რესპუბლიკის, ფილიპინების რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, ბურუნდის რესპუბლიკისა და მალის რესპუბლიკის ელჩები.

საოკუპაციო ხაზის მონახულებამდე, ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს.