Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, აჰმეთ ჯემილ მიროღლუს შეხვდა

2025 წლის 25 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, აჰმეთ ჯემილ მიროღლუსთან.

შეხვედრის დროს, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს. ელჩმა და გენერალურმა დირექტორმა, გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად კიდევ უფრო განმტკიცებას.