საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს ოქაი მემიშს შეხვდა
2026 წლის 23 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, ოქაი მემიშთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო–თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური დღის წესრიგი და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე რეგიონში თანამშრომლობისა და გლობალური დაკავშირებადობის ხელშემწყობი პროექტების განვითარებას.
