Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT Belgesel” ეთერში საქართველოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავიდა

2023 წლის 9 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT Belgesel” ეთერში გავიდა საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, ასევე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, სატელევიზიო პროექტის ,,ერთი ძალოსანის მსოფლიო თავგადასავალი“ ფარგლებში, საქართველოს შესახებ გადაღებული 2-სერიანი დოკუმენტური ფილმის პირველი სერია, ხოლო მე-2 სერია კი, ეთერში გავა მ/წლის 16 ივლისს.
 
აღნიშნულ ფილმში, ავტორები თურქეთის მრავალმილიონიან მაყურებელს აცნობენ ქართულ ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებას - ხრიდოლს, ასევე, ქართული ეროვნული სპორტის სხვა სახეობებსა და ზოგადად, სპორტულ ტრადიციებს, საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ლანდშაფტს.