საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის კვლევითი ცენტრის SIGMA-ს დირექტორთან
2024 წლის 24 იანვარს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრის SIGMA-ს დამფუძნებლთან და დირექტორთან, აჰმედ დოღანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განვიხილეს საქართველო-თურქეთის ისტორიული კავშირები და არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ამასთან, საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე.