თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ნაილ ოლფაქს შეხვდა
2025 წლის 22 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEİK) პრეზიდენტთან, ნაილ ოლფაქთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობასა და ინვესტიციების წახალისების მექანიზმებს.