Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-თურქეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით  და მიმოიხილეს  სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების  პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და  შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას. 

მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ანკარაში,  რაც კარგი შესაძლებლობაა, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების, ისე რეგიონში განვითარებული პროცესების განსახილველად.