Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

არჩილ კალანდია ქ. სტამბოლის გუბერნატორს შეხვდა

2025 წლის 20 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა ქ. სტამბოლის გუბერნატორთან, დავუთ გულთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი და საელჩოს დესპანი, დიანა მალაზონია.

შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების უაღრესად დადებით დინამიკაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე.