თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ალევ ქილიჩს შეხვდა
2025 წლის 12 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა ანალიტიკური ორგანიზაციის, „ ევრაზიის კვლევითი ცენტრის AVİM“ დირექტორთან, ელჩთან, ალევ ქილიჩთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები, ასევე საელჩოსა და „AVİM“-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ „AVİM“ არის თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და სხვა საკითხებთან ერთად, მუშაობს სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის მიმართულებაზე.