Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ,,Anadolu Agency“ გენერალურ დირექტორთან

2023 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ,,Anadolu Agency“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან და გენერალურ დირექტორთან, სერდარ ქარაგოზთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი რედაქტორი იუსუფ ოზჰანი.
 
შეხვედრაზე, განხილულ იქნა როგორც უშუალოდ ხსენებულ სააგენტოსა და საელჩოს, ასე, ორი ქვეყნის მედია საშუალებებს შორის ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები.
 
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის უაღრესად დადებით დინამიკაზე.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სააგენტო ხშირად აქვეყნებს ინტერვიუებს საქართველოს ელჩთან და ასევე, აქტიურად და ფართოდ აშუქებს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.