Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო

2026 წლის 14 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, ქ. სტამბოლში დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ცნობილი პიანისტის და UNESCO-ს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის კონცერტს, რომლითაც სახელმწიფო ოპერაში ( Sürreya Operası)მუსიკალური სეზონი გაიხსნა.

 

ღონისძიების დაწყებამდე, არჩილ კალანდიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს ელჩმა, ელისო ბოლქვაძეს მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

 

კონცერტს, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჰულია გედიქი, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს კონსული ვახტანგ ანდღულაძე და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან მჟავანაძე ესწრებოდნენ.