თურქეთის ქართული დიასპორული ასოციაციების ახალგაზრდები ანაკლიის ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში იღებენ მონაწილეობას
2023 წლის ივლისის თვეში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციითა და თურქეთის ქ. დუზჯეს, ქ. იზმირის, ქ. საქარიისა და ქ. ჩარშამბას ქართულ დიასპორულ ასოციაციებთან თანამშრომლობით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ ორგანიზებულ ანაკლიის ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკში, თურქეთის ზემოაღნიშნული ქალაქებიდან გაემგზავრა 14-18 წლის 50-მდე ახალგაზრდა.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანატოლებთან, გაეუმჯობესებინათ ქართული ენის ცოდნა, განევითარებინათ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიეღოთ ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში და გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.
საელჩო მოხარულია, რომ ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკების მიმართ ინტერესი, თურქეთის ქართულ დიასპორაში დღითიდღე იზრდება და ყოველწლიურად, თურქეთიდან მონაწილეთა რაოდენობაც, შესაბამისად, საგრძნობლად მატულობს.