საქართველოს ელჩი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქული დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის პარლამენტის წევრთან- მმართველი პარტიიდან ქ. ანტალიის დეპუტატთან და ამავდროულად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქული დელეგაციის ხელმძღვანელთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას, საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, კმაყოფილებით აღინიშნა, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების უაღრესად დადებითი წვლილი.
შეხვედრისას, ასევე, მხარეების მიერ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
თავის მხრივ, თურქულმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თურქეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, გამოხატეს სრული მზაობა, გააგრძელონ მუშაობა ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მევლუთ ჩავუშოღლუ, ორჯერ - 2014-2015 და 2015-2023 წლებში, იკავებდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში