ელჩმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დელეგაცია მიიღო
2023 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, ანკარაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დელეგაცია მიიღო.
ქართული მხარის წარმომადგენლებმა, ელჩს მადლობა გადაუხადეს ვიზიტის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ისაუბრეს ანკარაში გამართული შეხვედრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრებს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
გარდა ამისა, ქართულმა მხარემ , გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში.