ქუთაისის თოჯინების თეატრმა მონაწილეობა მიიღო ანკარის თოჯინების მე-9 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში
2023 წლის 20 და 22 ოქტომბერს ანკარის თოჯინების მე-9 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის თოჯინების თეატრის დასის მიერ წარმოდგენილი იქნა საბავშვო სპექტაკლი.
წარმოდგენამ, დამსწრე საზოგადოების, განსაკუთრებით, პატარა მაყურებელთა დიდი მოწონება და მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.
საელჩო მადლობას უხდის საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისა და ქუთაისის თოჯინების თეატრის მესვეურებს, ამ სასიამოვნო საღამოსათვის.