არჩილ კალანდია ალჟირის ვაჭრობისა და ექსპორტის ხელშეწყობის მინისტრს შეხვდა
ალჟირში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ (რეზიდენციით ქ. ანკარა) გამართა შეხვედრა ალჟირის ვაჭრობისა და ექსპორტის ხელშეწყობის მინისტრთან, ქამელ რეზიგთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
