ქ. სტამბოლში შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრი, მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით “მიჯაჭვული პრომეთე”
2026 წლის 29 მაისს, ქ. სტამბოლის მუნიციპალური თეატრების გაერთიანების სპეციალური მიწვევით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, თბილისის შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრი, მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით “მიჯაჭვული პრომეთე”. (რეჟ. რობერტ სტურუა)
წარმოდგენას, რომელიც ქ. სტამბოლის მეტროპოლიტენის თეატრში გაიმართა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი და თურქეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
