არჩილ კალანდიამ ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2026 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ (რეზიდენციით ქ. ანკარა), ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდელმაჯიდ ტებუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, რომელიც გაიმართა ალჟირის პრეზიდენტის სასახლეში, შედგა არჩილ კალანდიასა და აბდელმაჯიდ ტებუნს შორის ორმხრივი შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები. ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაუდასტურა ელჩს მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
