Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აჰმეთ ბოლათს შეხვდა

2025 წლის 22 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა „თურქული ავიახაზების (Turkish Airlines)“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ ბოლათთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმავონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას.