Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

27 მაისს, საქართველოსა და ალჟირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება

2023 წლის 27 მაისს, აღინიშნება საქართველოსა და  ალჟირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. 

საქართველოს მიერ, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის  დიპლომატიური გადაფარვა, 2021 წლიდან, ქ. ანკარიდან ხორციელდება.

2023 წლის 10 მაისს, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) გიორგი ჯანჯღავამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდ ელ-მაჯიდ ტაბუნეს.