საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. იზმირის მთავარი სიმბოლო განათდა
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის სიდიდით მე-3 ქალაქის - იზმირის - მთავარ სიმბოლოზე - „საათის კოშკზე“.
ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, დაესწრნენ ქ. იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ქ. იზმირი, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონს აღწევს, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, თავისი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული პოტენციალით.
აქვე, საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და გამოხატავს თავის მადლიერებას, თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისადმი, გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის!