Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში

არჩილ კალანდია ნედიმ სოზბირს შეხვდა

2026 წლის 21 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, ნედიმ სოზბირთან.

 

საქართველოს საელჩოსა და დუზჯეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, ელჩმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, როგორც ქართველი კლასიკოსი მწერლების, ასევე თანამედროვე ავტორების წიგნები, მათ შორის თურქულ ენაზე ნათარგმნი. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა ქართული კუთხე.

 

არჩილ კალანდიამ ნედიმ სოზბირს მადლობა გადაუხადა, დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართული ენის პედაგოგების განსაკუთრებულ წვლილს.

 

გარდა ამისა, საქართველოს ელჩი დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პედაგოგებს და სტუდენტებსაც შეხვდა და ლექცია წაიკითხა საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შესახებ.